Digest Logo

ლაშა ტალახაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

1682255410
 ლაშა ტალახაძე

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელი ლაშა ტალახაძე ატაცში ოქროს მედალს დაეუფლა.

მან სომხეთის წარმომადგენელს ვარაზდალ ლალაიანს სძლია.

ლაშა ტალახაძემ მესამე წრეზე 222 კილოგრმის დაძლევა შეძლო და მეშვიდედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. 

საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ბაქარ თურმანიძემ ატაცში 170/176 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.