Digest Logo

🎥 „ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება თავი შეგახსენონ, მოშორდით იმ ადამიანებს, ვისგანაც შეიძლება თვალი აიღოთ...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1744615374
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებითაა დატვირთული. პირველ რიგში, გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე, როდესაც მეტეოდამოკიდებულ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩნონ. 

გარდა ამისა, პლანეტა მერკური გადადის ვერძის ზოდიაქოში, რაც 10 მაისამდე გასტანს. 

როგორც მიხეილ ცაგარელი ამბობს, მორიგი მნიშვნელოვანი დღეა პარასკევი, რადგან მარსი 2 თვით ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რის გამოც გაძლიერდება სიზარმაცისკენ მიდრეკილება, ეგოიზმი:

„მნიშვნელოვანი კვირაა, დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველშია, მაგრამ პატარა გამოცდებს უკვე გვიწყობს, წყალქვეშა დინებების ფორმით. 

გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ვისაც აქვს მეტეოდამოკიდებულება ამინდის მიმართ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს წნევას. 

ოთხშაბათს პლანეტა მერკური გადადის ვერძში, 10 მაისამდე. ამ პერიოდში ძალიან გამახვილდება ტვინი, მოიმატებს გონებამახვილობა, კომუნიკაცია, ორგანიზატორული თვისებები, პრინციპულობა გაიზრდება. მოიმატებს ასევე სულსწრაფობა, კანონისადმი მიდრეკილება. 

კიდევ ერთი მოვლენა, რაც ყურადღებას იქცევს არის ხუთშაბათს და პარასკევს, ეს განსაკუთრებით ეხება კირჩხიბის ზოდიაქოს და მორიელს. ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება თავი შეგახსენონ, ნუ ინერვიულებთ და ყურადღება მიაქციეთ ხალხის მასას, განსაკუთებით იმ ადამიანებს მოშორდით, ვისგანაც შეიძლება თვალი აიღოთ.  ბავშვებთან და ცხოველებთან იყავით ყურადღებით. 

პარასკევს მარსი გადადის 2 თვით ლომის ზოდიაქოში. ვხდებით აქტიური, ენერგიული, განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორულ სფეროში. გაძლიერდება ასევე სიზარმაცისკენ მიდრეკილება, ეგოიზმი, სამაგიეროდ გაღვივდება ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნება. ფინანსურად კარგად იქნება საქმე, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტებს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა შაბათს, 19-ში მზე 1 თვით კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადადის, შემოვა სიმშვიდე, სტაბილურობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, თუმცა ცოტა სიჯიუტეც გაძლიერდება. 

ვინც ბავშვს ელოდება მინდა მათ საყურადღებოდ ვთქვა, 23:56 სთ-ზე თუ გაჩნდება ვერძია, მაგრამ თუ 23:57 სთ-ზე გაჩნდა, კუროა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ზოდიაქოს ნიშნები კეთილი გულით - „დაჯილდოებულია საუკეთესო ქცევით, რაც დადებითად აისახება სხვებზე“

🎥 „ვინც 9 ცალ ბაიას შეაგროვებს, ჩაიდებს ჩანთაში, საფულეში, იქნება ძალიან ძლიერი მაგნიტი ფინანსების მოსაზიდად“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „გაძლიერებულია ინტუიცია, შესაძლოა გაიგოთ სიახლე, რაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“ - 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან