Digest Logo

„ლაშას არაერთხელ უთქვამს, როცა ბავშვი გაჩნდა სხვანაირად შემიყვარდიო“ - როგორია ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება - რუსკა ქარქაშაძე პირადზე

1717055609
რუსკა ქარქაშაძე

14 თებერვალს მსახიობი, ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე და ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ.

წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ზუკა დაარქვეს.

მსახიობი გადაცემაში „სხვა ნანუკა“ მეუღლესთან ურთიერთობაზე, ფეხმძიმობაზე და შვილის გაჩენის შემდეგ სირთულეებზე საუბრობს.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, ამ ასაკში შვილის გაჩენისთვის მზად იყო და ზუკას დაბადების შემდეგ, მათი, როგორც წყვილის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

„მილიონი ემოცია იყო, არ ვიცი როგორ ავხსნა... იმ წამს როცა ზუკა დავინახე, ყველაფერი ამოტრიალდა. თითქოს მარტო მე და ზუკა ვიყავით, გარშემო ვერავის ვამჩნევდი. არ მჯეროდა, რომ მე ეს შევძელი და ტკივილი დასრულდა. მეორე იყო, რომ ადამიანი არის ჩემ ცხოვრებაში, რომელიც მთელი სიცოცხლე იქნება და მასზე უნდა ვიზრუნო. 

ვფიქრობ, რომ პირველი შვილი ნებისმიერ ასაკში ახალი გამოცდილებაა. ვფიქრობ შინაგანად მზად ვიყავი, დღესაც მე და ლაშა მარტო ვაკეთებთ ყველაფერს, ვცხოვრობთ ჩვენ სამი, ღამეებსაც ჩვენ ვუთენებთ, ვასეირნებთ.

თანაბრად ვზრდით ზუკას და ძალიან მეხმარება ყველაფერში.

იმდენად გააზრებული მქონდა და ყოველდღიურად უფრო ვიაზრებ, ვერ ვიტყვი, რომ არ ვიყავი მზად. რთული იყო, მაგრამ ყველა ასაკში რთულია პირველი შვილი.

უკეთესობისკენ შეიცვალა ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი და ლაშას ურთიერთობა ბევრად უკეთესი გახდა, მრავალფეროვანი, ერთი ძალიან დიდი ინტერესი გაგვიჩნდა, რაზედაც ორივე თანაბრად ვზრუნავთ. უფრო მეტად დავაფასეთ ერთმანეთი და შეგვიყვარდა.

ლაშას არაერთხელ უთქვამს, როცა ბავშვი გაჩნდა სხვანაირად შემიყვარდიო, ყველაფერზე ისე ზრუნავს, ამას არ ველოდი“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕BALENCIAGA-ს მორიგი სიახლე - ჩვენების მოსაწვევები ჩინური კერძის ფორმაში

⭕„ჩემი ტყუპი ვიპოვე...“ - ვინ არის გოგონა, რომელიც ნუცა ბუზალაძეს საოცრად ჰგავს

⭕🎥 „სანამ ბაბუა გარდაიცვლებოდა, მეუბნებოდა, რომ ჩემი მხარე არასდროს დამეტოვებინა, მგონია, რომ დღეს სწორედ ამას ვაკეთებ“- როგორია 16 წლის ფერმერის, ნიკა სანთელაძეს ისტორია

⭕„თქვენსავით ნამდვილი კადრებია“ - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მეუღლეებთან ერთად იტალიაში მოგზაურობენ