Digest Logo

🎥 ლავაშის შემადგენლობა და მითები - არის თუ არა ის ქარხნულ პურზე უფრო დიეტური?

1792147574
ქარხნული პური

„დიეტაზე ვარ და პურს არ ვჭამ“ - ალბათ, ეს ფრაზა არაერთხელ გაგიგიათ. პური მომხმარებლებისთვის ცნობილია, როგორც სიმსუქნის ხელშემწყობი პროდუქტი და პირველი, რაზედაც უარს ამბობენ წონაში დაკლების მსურველები, შაქართან ერთად არის პური. 

ბევრს მთლიანად უპუროდ უჭირს, ამიტომ ხშირად პურის ალტერნატივად სხვადასხვა ბურღულით დამზადებულ საკვებს იღებენ, მაგალითად: მჭადი, გამომშრალი პურის ნაჭერი, თხელი ლავაში, რომელიც საკმაოდ გემრიელია, თან მასში გახვეული სხვადასხვა პროდუქტი მოსახერხემელიც არის, მისი გამოყენება კულინარიაში ბევრნაირად შეიძლება, ვიზუალურად მიმზიდველია და თხელია. 

არის თუ არა ლავაში პურზე დიეტური?

სინამდვილეში პური სულაც არ ასუქებს ისე, როგორც ბევრს ჰგონია. 

ლავაშიც პურია, რომლის მომზადების ტრადიცია იუნესკომ 2014 წელს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. ნამდვილი სომხური ლავაში მხოლოდ ფქვილით, წყლით და მარილით მოზელილი ცომით მზადდება. 

ქარხნული პურისგან განსხვავებით, ლავაშში არ გვხვდება საფუარი და მომხმარებელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ უფრო სასარგებლოა.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გულში ჩადებული, ჩამარხული ემოციები ანგრევს ადამიანს და უფუჭებს ხასიათს“ - ლევან შელეგია

🎥 გაიცანით გიორგი ნონიაშვილი - ბიჭი, რომელმაც კინტაურის შესრულებით სოციალური ქსელი დაიპყრო

⭕Tesla-მ ახალი თაობის „მფრინავი“ მანქანა Roadster წარადგინა

✕