Digest Logo

Tesla-მ ახალი თაობის „მფრინავი“ მანქანა Roadster წარადგინა

1792144863
მფრინავი ტესლა

კომპანია Tesla-მ ახალი ელექტრომობილი Roadster წარადგინა, რომელსაც SpaceX-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ძრავების დახმარებით ჰაერში მოძრაობა და მანევრირება შეუძლია. 

15 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე Roadster-მა მრუდე პანდუსზე თავდაყირა გაიარა, ჰაერში გადატრიალდა და მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა.

ამასთან, პირდაპირ ეთერში გადაცემულ ღონისძიებაზე ავტომობილმა სხვა მანქანებსაც გადაუფრინა და ჰაერში ე.წ. kickflip შეასრულა.

Tesla-ს ვიცეპრეზიდენტ ლარს მორავის თქმით, ავტომობილის ქვედა ნაწილში დამონტაჟებული ვენტილატორების სისტემა 2G-მდე შემწოვ ძალას ქმნის და Roadster-ს თავდაყირა გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.

„მას სიმაღლის საკონტროლო და უკანა ნაწილში მთავარი გამწევი ძრავები აქვს, ამიტომ, არსებითად, რაკეტასავით ფრენა შეუძლია“, – თქვა ილონ მასკმა.

მანვე აღნიშნა, რომ ავტომობილს ჰაერში ბრუნვა და სხვა რთული მანევრების შესრულებაც შეუძლია, თუმცა, ის „უსაფრთხოებაზე მორგებული მანქანა არ არის“.

კომპანია Tesla მოდელ Roadster-ის სამი ვერსიის – Performance-ის, Thrust-ისა და Rocket-ის – წინასწარ დაჯავშნა უკვე დაიწყო. Rocket-ის ვერსია მხოლოდ სპეციალური მოწვევით იქნება ხელმისაწვდომი და ის საჯარო გზებზე გამოყენებისთვის დამტკიცებული არ არის.

Tesla-ს მონაცემებით, Rocket-ის მაქსიმალური სიჩქარე საათში 230 მილს – დაახლოებით 370 კილომეტრს – აღემატება, ერთი დამუხტვით კი ავტომობილს 300 მილზე მეტის გავლა შეეძლება.

კომპანიის მიხედვით, ახალი Roadster-ის წარმოების დაწყება 2028 წელს იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მომავლის შიში, კვანტური კომპიუტერი და ქართული ენა - რას ამბობენ ხელოვნური ინტელექტის ქართველი მკვლევრები

🎥 როგორ ვიზრუნოთ თვალის ჯანმრთელობაზე და რატომ არის მნიშვნელოვანი მხედველობის რეგულარული შემოწმება? - თეკლა მამაგეიშვილი

🎥 „ძალიან დაკვირვებულად მიყურებდა, იმდენად, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი“ - როგორ გაიცნო ნინა ილურიძემ ლევან კობიაშვილი

✕