Digest Logo

„გულში ჩადებული, ჩამარხული ემოციები ანგრევს ადამიანს და უფუჭებს ხასიათს“ - ლევან შელეგია

1792146633
ლევან შელეგია

ხშირად რომ არ მოგეშალოთ ნერვები და გეტკინოთ გული: ადამიანი თავისი საქციელით პირველ რიგში საკუთარ თავზე, ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მსოფლმხედველობაზე, შინაგან კულტურასა და განვითარების ხარისხზე გვაწვდის ინფორმაციას.

❗️თუ ვიღაც უსამართლოდ გექცევათ, ესე იგი უსამართლო ადამიანია.

❗️თუ ვიღაც მანიპულირებით გამოგიყენებთ, ესე იგი მანიპულატორია.

❗️თუ ვიღაც არ დაგაფასებთ, ესე იგი დაუნახავი და უმადურია.

❗️თუ ვიღაც ძალადობს თქვენზე, ესე იგი მოძალადეა + არ უყვარხართ!

❗️თუ ვიღაცამ გიღალატათ, ესე იგი მოღალატეა.

❗თუ ვიღაც სულ ცუდად გაგრძნობინებთ თავს, ესე იგი ის ცუდია, როგორც მინიმუმ თქვენთვის და ასე შემდეგ…

ვიცი, განზოგადებული პოსტულატია, მაგრამ პერსპექტივა სწორი და რეალურია. ეს პერსპექტივა გაგიმარტივებთ ემოციების დალაგებას, საკუთარი თავის არ დანაშაულებას და ადამიანების სწორად შეფასებას და ამ შეფასებების შედეგად აუცილებელი წითელი ხაზის, საზღვრების დაწესებას საკუთარი თავის უკეთ დასაცავად.

ადამიანები ვიცავთ ბინას, მიწებს, ნივთებს და საკუთარმა თავმა, ფსიქიკამ რა დააშავა? კიდევ ერთი: ეცადეთ, გულში დიდი ხნით არ ჩაიდოთ წყენა, ბრაზი, ზიზღი, ტკენა … არ გამოგდით? ივარჯიშეთ, იმეცადინეთ ამაში ყოველ დღე!

გულში ჩადებული, ჩამარხული ემოციები ანგრევს ადამიანს და უფუჭებს ხასიათს. სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას და ძალიან გთხოვთ, კომენტარებში არ დაწეროთ ეს არაფრისმთქმელი აფორიზმი, რომ „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.

კომუნიკაციის კულტურა და გამბედაობა თუ არ აქვს ადამიანს, ის ხშირად იქნება ცუდად. ზოგადად ან პატიება სცადეთ, ან საერთოდ დაიკიდეთ. არ გამოგდით დაკიდება? ამაშიც ივარჯიშეთ! გპირდებით, რომ ექვემდებარება ვარჯიშს და მონდომებას.

ცხოვრება ერთი საინტერესო და დაუსრულებელი სასწავლო პროცესია. სულ რამდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით ის შეიძლება იყოს მშვენიერი ან უფრო მშვენიერი, ვიდრე ამ ინგრედიენტების გარეშე. ყველაფერი კი ურთიერთპატივისცემით იწყება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გაიცანით გიორგი ნონიაშვილი - ბიჭი, რომელმაც კინტაურის შესრულებით სოციალური ქსელი დაიპყრო

⭕Tesla-მ ახალი თაობის „მფრინავი“ მანქანა Roadster წარადგინა

🎥 მომავლის შიში, კვანტური კომპიუტერი და ქართული ენა - რას ამბობენ ხელოვნური ინტელექტის ქართველი მკვლევრები

✕