2026 წლის 3 ოქტომბერს, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 32 დამსახურებული მოქალაქე „საპატიო თბილისელის“ წოდებით დააჯილდოვა. ჯილდოები მედიცინის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს დედაქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
დაჯილდოებულთა შორის არიან:
გია მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სასკოლო განათლების სისტემის განვითარებასა და წიგნიერების ამაღლებაში;

კირა ანდრონიკაშვილი - ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;

ივა კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, საქართველოში ესთეტიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი;

ნინო სალუქვაძე - ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის 17-გზის და მსოფლიოს 7-გზის გამარჯვებული;

ნუგზარ რუხაძე - ცნობილი ჟურნალისტი, დიპლომატი და მთარგმნელი.

საპატიო წოდება ასევე მიენიჭათ მედიცინის, აკადემიური წრეებისა და ხელოვნების სხვა გამოჩენილ მოღვაწეებს, მათ შორის: რამაზ ხეცურიანს, დავით გორდელაძეს, მიხეილ კილოსანიძეს, ვლადიმერ პაპავას, ლერი ხაბელოვს, ავთანდილ დემეტრაშვილს, იანო ალიბეგაშვილს, რამაზ ხუროძესა და სხვა დამსახურებულ მოქალაქეებს.