Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: 2 ადამიანის პარტიაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია, არ მგონია რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ჩერგოლეიშვილისა და ბოკერიას ახალშექმნილ პარტიას

1723787160
ლევან მაჭავარიანი

„არ მგონია რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ქალბატონი ჩერგოლეიშვილის და ბატონი ბოკერიას ახალშექმნილ პარტიას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ინტელექტი ინტელექტუალური წესიერებისა და პატიოსნების გარანტს ვერ წარმოადგენს.

„მე არ მგონია რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ქალბატონი ჩერგოლეიშვილის და ბატონი ბოკერიას ახალშექმნილ პარტიას. როგორც „ევროპულ საქართველოს“ არ ჰქონდა არანაირი მომავალი და არც აწმყო არ გააჩნია, მით უმეტეს არასერიოზულია 2 ადამიანის პარტიაზე კომენტარის გაკეთება. ისინი აპელირებენ, რომ ინტელექტუალები არიან, შეიძლება ინტელექტუალები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ინტელექტი ინტელექტუალური წესიერებისა და პატიოსნების გარანტს ვერ წარმოადგენს, შესაბამისად, მოსახლეობა ამ ყველაფერს ხედავს და სწორ შეფასებას აკეთებს“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ ამას უყურებთ ე.ი გადავრჩით... უკვე ვეჯახებით“ - ნინუცა ორჯონიკიძე ახალ ვიდეოს პალიასტომის ტბიდან აქვეყნებს

⭕„ლივერპულის“ გეგმა სულ უფრო რეალური ხდება“ - ესპანური მედიის ცნობით, „ბორნმუთი“ თანახმაა, მამარდაშვილის იჯარისთვის 5 მილიონი ევრო გადაიხადოს

🎥 „ზურა რა საყვარელია“ - სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან ერთად რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს