Digest Logo

ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლე ლევან შანიძე გარდაიცვალა - „თანამედროვე ქართული ისტორიის ერთ-ერთი მემატიანე“

1783577168
ლევან შანიძე

ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ლიკა ქავჟარაძის მეორე მეუღლე ლევან შანიძე გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ავრცელებს:

„მართლა აღარ ვიცი რა ვთქვა. ახლა მითხრეს, რომ ლევანი გარდაიცვალა შანიძე.

ჩვენი ძმა, ჩვენი სიენენა. ბავშვობის, ყრმობის, დღევანდელობის მეგობარი და ძმობილი.

ჟურნალისტი, ხელოვანი, ტელე და კინოოპერატორი, თანამედროვე ქართული ისტორიის ერთ-ერთი მემატიანე.
აღარ ვიცი რა დავწერო. როგორ და რანაირად.

დაგიმკვიდროს ლევან ძმაო სასუფეველი. შენ უკვე დააკლდი თბილისს, ქალაქს რომელიც ძალიან გიყვარდა..
ყველა მოგონებამ გაირბინა თვალწინ. მთელმა ჩვენმა მეგობრობამ.

ნახვამდის ლევან, იქ.. ზეციურ საქართველოში..“, - წერს გიორგი ფოფხაძე. 

ცნობისთვის, ლიკა ქავჟარაძე და ლევან შანიძე ერთად 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და დაშორების შემდეგაც, მსახიობის სიცოცხლის ბოლომდე, ახლო, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

ლევანი პროფესიით რეჟისორი და ჟურნალისტი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია „ობიექტივში“.  აფხაზეთის ომის დროს ის ცხელ წერტილში ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტად მუშაობდა, რის გამოც მეგობრებმა ეს მეტსახელი შეარქვეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვიცი, რომ ეს დაბადების დღე წინას აღარ ჰგავს... ბედნიერი უნდა იყო“ - სალომე ბაკურაძე 42 წლის გახდა

რატომ არის ივლისი წლის გარდამავალი პერიოდი და რას მივაქციოთ ყურადღება პრობლემების ასაცილებლად - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

პლანეტა ვენერა ქალწულის ნიშანში გადადის - რატომ არის 9 ივლისი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე