9 ივლისიდან ვენერა ლომის ნიშნიდან ქალწულის ნიშანში გადადის. ეს ტრანზიტი ასტროლოგიაში ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება. აღნიშნული პლანეტა ხომ სიყვარულსა და ურთიერთობებზე ახდენს გავლენას.
ქალწულის პრაგმატული ენერგიის გამო, გრძნობების მოულოდნელ აფეთქებას არ უნდა ველოდოთ. ვენერას ახალი პოზიცია უკვე არსებულ ურთიერთობებს უფრო გაამყარებს. ახლა მთავარი ყურადღება ურთიერთმხარდაჭერას, ყოფით საკითხებსა და ხასიათების თავსებადობას დაეთმობა.
ეს ცვლილება განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. მანამდე ვენერა ლომის ნიშანში იყო, ლომს კი ყურადღება და გრანდიოზული ჟესტები უყვარს. ფოკუსის შეცვლა განსაკუთრებით ახალგაცნობილ წყვილებს ეხებათ. პირველი შთაბეჭდილებების დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა მთავარი კითხვაა: შესაფერისია თუ არა ეს ადამიანი ხანგრძლივი თანაცხოვრებისთვის?
მყარ წყვილებს ერთობლივი ცხოვრების გაუმჯობესების იდეები გაუჩნდებათ. ეს შეიძლება რემონტს, გადასახლებას ან დიდ შენაძენს ეხებოდეს. თუმცა, პარტნიორის იდეალიზაციის ნაცვლად, ადამიანები მის ნაკლოვანებებსაც დაინახავენ. ბევრისთვის ეს გარდამტეხი მომენტი იქნება. ზოგიერთი მიხვდება, რომ ურთიერთობა რეალურ მხარდაჭერას ეფუძნება. სხვები კი, პირიქით, შეუთავსებლობას ბოლოს და ბოლოს შეამჩნევენ.
აქ სიფრთხილეა საჭირო. პარტნიორის კრიტიკა დაუყოვნებლივ არ უნდა დაიწყოთ. ამან შეიძლება იდეალური ურთიერთობაც კი გააფუჭოს. ამის ნაცვლად, გულახდილ საუბრებს და კომპრომისების ძიებას დაუთმეთ დრო. ასტროლოგიური მოვლენები სწორედ ამისკენ მიგვითითებს.
ეს პერიოდი მარტოხელებზეც მოახდენს გავლენას. მათში იმ ადამიანების მიმართ ინტერესი გაიზრდება, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობენ. ამიტომ, ბევრმა შეიძლება, განწყობა შეუცვალოს მას, ვისაც ადრე მხოლოდ კოლეგად ან მეგობრად მიიჩნევდა.
ვერძი
9 ივლისის შემდეგ ვერძების ურთიერთობა მეტ ყურადღებას მოითხოვს. პარტნიორი თქვენს გრძნობებს თავისით ვეღარ მიხვდება, ამიტომ მოლოდინები ხშირად უნდა განიხილოთ. მარტოხელა ვერძებმა გარშემომყოფებს კარგად უნდა შეხედონ. ბედს შეიძლება სამსახურში ან ყოველდღიური საქმეების დროს შეხვდეთ.
კურო
კუროებისთვის თვის საუკეთესო პერიოდი იწყება. ვენერა თქვენს სასიყვარულო სფეროს უფრო სტაბილურს გახდის. წყვილები ძველ უთანხმოებებს მოაგვარებენ და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდებიან. მარტოხელა კუროები პაემნებზე აუცილებლად უნდა წავიდნენ, თუნდაც პირველმა შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება არ დატოვოს.
ტყუპები
ტყუპების ურთიერთობაში სერიოზული თემები წამოიჭრება. საუბარი ერთობლივ ცხოვრებას ან მოვალეობების გადანაწილებას შეეხება. ამ თემებს თავს ნუ აარიდებთ. სწორედ ეს დიალოგი დაგანახვებთ, რამდენად შეეფერებით ერთმანეთს. მარტოხელები კი ნაცნობებს კარგად უნდა დააკვირდნენ. მეგობრების ან კოლეგების წრიდან ვინმესთან დაახლოების შანსი ძალიან მაღალია.
კირჩხიბი
კირჩხიბებს გულწრფელი საუბრები გელით. თუ რამე არ მოგწონთ, პარტნიორს ახლავე უთხარით და წყენას ნუ დააგროვებთ. მარტოხელა კირჩხიბებმა კომუნიკაციისას ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინონ. უბრალო, გულწრფელი საუბარი გაცილებით მოგებიანი იქნება, ვიდრე იდეალური იმიჯის შექმნის მცდელობა.
ლომი
ვენერა თქვენს ნიშანს ტოვებს, ამიტომ ყურადღება პრაქტიკულ საკითხებზე გადავა. ბევრი ადამიანი ურთიერთობას რეალისტურად შეხედავს. ისინი იმ პარტნიორებზე დროის ხარჯვას შეწყვეტენ, ვინც ამას არ აფასებს. წყვილებისთვის ეს ფინანსებისა და ერთობლივი გეგმების განხილვის დროა. მარტოხელებმა კი თავი ყველას არ უნდა მოაწონონ. ყურადღება მხოლოდ მათ დაუთმეთ, ვისთანაც საერთო ენას მარტივად პოულობთ.
ქალწული
ვენერა თქვენს ნიშანში შედის, ამიტომ ცვლილებებს ყველაზე მეტად თქვენ იგრძნობთ. საპირისპირო სქესისგან კომპლიმენტები და ყურადღება მოიმატებს. მარტოხელა ქალწულებმა შეხვედრებზე უარი არ უნდა თქვან. ადამიანს შანსი მიეცით, თუნდაც ის თქვენს იდეალებს სრულად არ შეესაბამებოდეს. წყვილებში კი მთავარია, პარტნიორზე ზრუნვა მუდმივ კრიტიკაში არ გადაიზარდოს.
სასწორი
სასწორებს სიმშვიდე და გარკვეულობა დასჭირდებათ. თუ ურთიერთობა ძალიან სწრაფად ვითარდება, ტემპი შეგნებულად შეანელეთ. ეს შეცდომებისგან დაგიცავთ. მარტოხელა სასწორები ყოფილებს ნუ დაუბრუნდებით მხოლოდ იმის გამო, რომ წარსულში თავს კარგად გრძნობდით. ახალი ნაცნობობა გაცილებით პერსპექტიული იქნება.
მორიელი
მორიელებისთვის სიყვარულში მეგობრობის როლი გაიზრდება. რომანტიკული გრძნობა შეიძლება ძველი ნაცნობის მიმართ გაგიჩნდეთ. წყვილებს კი ასტროლოგები სახლს გარეთ დროის ერთად გატარებას ურჩევენ. ერთობლივი მოგზაურობა ან ახალი გატაცება თქვენს კავშირს გაამყარებს.
მშვილდოსანი
სასიყვარულო და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირდება. შესაძლოა, კოლეგა შეგიყვარდეთ, ან თქვენი პარტნიორი თქვენს კარიერაში აქტიურად ჩაერიოს. მთავარია, პირადი საზღვრები წინასწარ დააწესოთ. მარტოხელა მშვილდოსნებმა სამსახურებრივ ნაცნობობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.
თხის რქა
9 ივლისის შემდეგ ბევრი თხის რქა სერიოზული ურთიერთობისთვის მზად იქნება. თუ პარტნიორთან დიდი ხანია, ხართ, სამომავლო გეგმების განხილვა დაიწყეთ. მარტოხელებმა კი ურთიერთობის წრე უნდა გააფართოონ. საინტერესო ადამიანს შეიძლება, მოგზაურობისას ან სწავლის დროს შეხვდეთ.
მერწყული
მერწყულებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება. საკუთარ თავთან და პარტნიორთან მაქსიმალურად გულწრფელი უნდა იყოთ. თუ ურთიერთობა მხოლოდ ჩვევას ეყრდნობოდა, ეს აშკარა გახდება. თუმცა, სანდო წყვილები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. მარტოხელებმა საკუთარ მოლოდინებზე საუბარი პირველივე პაემანზე არ უნდა გადაწყვიტონ და ურთიერთობას დრო აუცილებლად უნდა მისცენ.
თევზები
თევზებისთვის მთავარი თემა პარტნიორობა იქნება, რადგან ვენერა თქვენს საპირისპირო ნიშანში გადადის. ურთიერთობები წინა პლანზე გადმოვა. წყვილებმა გეგმები ერთად უნდა დასახონ და კომპრომისები ეძებონ. მარტოხელა თევზებმა კი ყურადღება იმ ადამიანებს უნდა მიაქციონ, რომლებიც აქტიურობას თავად იჩენენ. ასეთ კავშირს სერიოზულ ურთიერთობაში გადაზრდის დიდი შანსი აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვერც შენ იქნები გამონაკლისი, ანუ არც შენ მოკვდები!...“ - ლევან შელეგია პანიკურ შეტევებზე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ივლისს საქართველოში
⭕„უფალთან ძალიან არაოფიციალური, ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს“ - რას ამბობს ნათია ზარანდია
წყარო: www.beaumonde.ge