Digest Logo

ლილე ქორიძე დღეს ნამდვილად ბრწყინავდა - ევროპის საჭადრაკო კავშირი

1680018054
ლილე ქორიძე

„ლილე ქორიძე დღეს ნამდვილად ბრწყინავდა“ - ასე გამოეხმაურა ლილე ქორიძეს გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატის მე-9 ტურში ევროპის საჭადრაკო კავშირი თავის ოფიციალურ პროფილზე ტვიტერში.

ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატის მე-9 ტურში ლილე ქორიძე (რეიტინგი 2122) გერმანელ ჰანა-მარი კლეკ შეხვდა.

ქართველმა მოჭადრაკემ ძლიერი შეტევა განავითარა მეტოქის მეფეზე და მოაშიშვლა მისი დაცვის ზღუდეები.

მეტოქე შეუპოვრად იცავდა თავს მას შემდეგ, რაც კლეკმა აიძულა იგი ლაზიერები გაეცვალათ, შეტევა ჩაცხრა. კიდევ 5 სვლის შემდეგ (42-ე სვლაზე) ეტლი ეტლში გაიცვალა და ქორიძეს ეტლი და 5 პაიკი დარჩა მეტოქის სამი მსუბუქი ფიგურის და 3 პაიკის წინააღმდეგ.

ლილე ქორიძემ განაგრძო მოგებაზე თამაში და 102-ე სვლაზე ფიდეს გროსმაისტერმა 21 წლის ფიდეს ოსტატთან დამარცხების ნიშნად საათი გააჩერა.

ლილე ქორიძეს 9 ტურის შემდეგ 5.5 ქულა აქვს და 1.5 ჩამორჩება ლიდერებს მერი არაბიძეს, პოლინ გიშარს, ალექსანდრა მალცევსკაიას და ოლივია კიოლბასას. მასზე ქულით მეტი აქვთ ბელა ხოტენაშვილს და სალომე მელიას და 0.5 ქულით მეტი ლელა ჯავახიშვილს.

ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური დღეს გაიმართება. ქართველ ჭადრაკის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი შემდეგ შეხვედრებზე:

მერი არაბიძე (საქართველო) - პოლინ გიშარი(საფრანგეთი)
ალექსანდრა მალცევსკაია (პოლონეთი) - ოლივია კიოლბასა (პოლონეთი)
ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) - სალომე მელია (საქართველო)
ლელა ჯავახიშვილი (საქართველო) - ანასტასია სავინა (საფრანგეთი)
ლილე ქორიძე (საქართველო) - კარინა ციფკა (პლონეთი)

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა ერთ მშვენიერ დღეს, როცა გადავწყვიტე სამსახურის დაწყება ტელევიზიაში“ - შალვა რამიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ქალი გამოდის

🔵 „გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია“ - რას წერს შალვა რამიშვილი

🔵 „მომვარდა ტელევიზიის საგრიმიოროში და მაისურში ხელები ჩამიყო“ - ნინო ჭელიძე