ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორსა და ქართული ოცნების პროპაგანდისტს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ბოლო 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე ქალმა დასდო ბრალი.
ამჯერად ამ ქალებს კიდევ ერთი შეემატა, რომელმაც რამიშვილთან მიმოწერა გაასაჯაროვა.
„შალვა რამიშვილზე რასაც წერენ სიმართლეა ხალხნო ეს არის ყველაზე ნაგავი კაცი !!!
ის გოგო დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ სიმართლეს ამბობს.
თავის პოზიციას ბოროტად იყენებს ადამიანებს ატყუებს, რომ დაასაქმებს და შემდეგ უკვე იწყებს მოქმედებას.
მაგალითად ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა ერთ მშვენიერ დღეს, როცა გადავწყვიტე სამსახურის დაწყება ტელევიზიაში .
რა თმა უნდა ყველა ტელევიზიაში მქონდა მცდელობა მათ შორის POSTV - ანალიტიკა იყო , როცა აღნიშნულ ტელევიზიაში მივედი იმისათვის, რომ cv შემევსო ამ დროს იქვე მახლობლად შალვა იჯდა, რომელმაც როგორც კი დამინახა ხალხი დატოვა და კაბინეტში შევიდა ,როცა ვიკითხე სად არის cv ფორმატი მეთქი, რომელსაც ველოდებოდი მათ მითხრეს, რომ კაბინეტში დირექტორი მელოდებოდა.
და მოკლედ ძალიან დიდი ამბავია რასაც ასე ვერ გადმოგცემთ.
ძალიან მტკივა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები შესაბამისად არ არიან დაცულები ასეთი ფაქტებისგან არ გაბედო შალვა და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო !!!“,- წერს ძირკვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: