Digest Logo

ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა

1607320153
მეხანძრე-სახანძრო

ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩა N9-ში მდებარე სასაწყობე ფართში ცეცხლი გაჩნდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ცხრა ეკიპაჟია მობილიზებული.

მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.