Digest Logo

ლიზა იასკო სააკაშვილის სახლში ცხოვრობს, დაასრულა რემონტი ჩამოხსნა უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და 2022 წლის გაზაფხულზე სააკაშვილისგან შვილი ეყოლა - უკრაინული მედია

1713787277
 ლიზა იასკო

უკრაინული მედია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის ლიზა იასკოს და მისი ქალიშვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ წერს. გამოცემა Informator-ის ცნობით, იასკო ახლა კიევთან, დასახლება ლესნიკიში, მიხეილ სააკაშვილის სახლში ცხოვრობს.

„იმის მიუხედავად, რომ ელიზავეტა იასკოს თითქმის ასმეტრიანი ბინა აქვს კიევში, რომელიც მის ქალიშვილს მიხეილ სააკაშვილის დედამ აჩუქა, იგი კიევთან მის სახლში აგრძელებს ცხოვრებას“, - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, ოფიციალურად სახლი გიული ალასანიას ეკუთვნის, თუმცა უკვე არაერთი წელია მასში იასკო ცხოვრობს, რომელმაც 2022 წელს ქართველ პოლიტიკოსს ქალიშვილი გაუჩინა. ინფორმაცია სახლისა და ნაკვეთით სარგებლობის უფლების შესახებ იასკოს დეკლარაციაშიც არის ასახული.

გამოცემის ჟურნალისტები სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციასთან იმყოფებოდნენ და ნახეს, რომ უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დიდი დროშები, რომლებიც სააკაშვილმა ღობეზე ჩამოკიდა, ახლა მოხსნილია.

ამასთან, ადგილზე აღარ არის სამშენებლო მასალა, რის ნიადაგზეც ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ იასკომ სახლში რემონტი დაასრულა.

გამოცემაში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს რომანის შესახებ 2021 წელს გახდა ცნობილი, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე იასკომ მისგან შვილი გააჩინა. Informator-ი წერს, რომ სააკაშვილის ნათესავებს ბავშვი როგორც მინიმუმ ამ წლამდე არ ჰყავდათ ნანახი.

მათივე ცნობით, ბავშვი დედის გვარზეა რეგისტრირებული.

ჟურნალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ გიული ალასანიამ შვილიშვილს კიევში ბინა აჩუქა, რომლის ღირებულებაც იასკოს დეკლარაციის მიხედვით 5 მილიონი 613 ათას გრივნას შეადგენს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასაკი მხოლოდ ციფრებია“ – გივი სიხარულიძის და მაკა ხიზანიშვილის მიერ ექსპრომტად შესრულებული „ლამბადა“

⭕„გაქვთ საუკეთესო პერიოდი, ასეთი რამე 14 წელიწადში ერთხელ ხდება“ - ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„თვალის აღების ალბათობა არის მაღალი... თუ სასწრაფო ოპერაცია არ გაქვთ დაგეგმილი, არ ჩაიტაროთ, ეს პერიოდი გაიარეთ მშვიდად“ - მიხეილ ცაგარელი

წყარო: imedinews.ge