Digest Logo

„გაქვთ საუკეთესო პერიოდი, ასეთი რამე 14 წელიწადში ერთხელ ხდება“ - ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1713772607
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა. გარდა ამისა ისაუბრა ზოდიაქოს 12 ნიშანზე და განმარტა, როგორი კვირა ელოდება თითოეულ მათგანს. 

ვერძი - ჯერ კიდევ შეგიძლიათ იაქტიუროთ, თუმცა ნელ-ნელა ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. შესაძლოა პრემიები და შემოსავალი მიიღოთ. 

კურო - გაქვთ საუკეთესო პერიოდი, ასეთი რამე 14 წელიწადში ერთხელ ხდება - იუპიტერი გამარჯვების მმართველი პლანეტა, ურანი მოულოდნელობების მმართველი პლანეტა და თეთრი მთვარე მფარველი ანგელოზი ერთად არიან. მატულობს თქვენი ენერგია, ყველაფერი თქვენ მხარეს არის, ამიტომ იაქტიურეთ. 20 მაისამდე ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ცოტა მეტი ყურადღება გჭირდებათ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ამიტომ გამოიჩინეთ ტაქტი.

ტყუპები - ჯერ კიდევ გაქვთ შანსი წარმატების, შემდეგი კვირა იქნება გაცილებით რთული გეწყებათ დაბადების წინა პერიოდი.  ფარული მტრები და ჭორები თქვენ წინააღმდეგ არიან, ამიტომ არ გათქვათ ენას კბილი დააჭირეთ. 

კირჩხიბი - ზედმეტად აქტიური და ენერგიულია. მთავარი რჩევაა გაუფრთხილდეთ მეგობრულ ურთიერთობებს, თქვენი ზედმეტი აქტიურობით შესაძლოა დაკარგოთ მეგობრები, თუმცა სხვა მხრივ კარგი პერიოდი გაქვთ. 

ლომი - თუ მოლაპარაკებებს გეგმავთ ყველაფერი აწარმოვეთ ამ კვირაში, რადგან შემდეგი კვირა ამისთვის არ იქნება კარგი.

ქალწული - საუკეთესო დროა მგზავრობა მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის. 

სასწორი - ენერგოტონუსი მცირდება, მაგრამ აქტიურობას ჯერ არ კარგავთ, მთავარი სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან, გექნებათ სურვილი დახარჯოთ ფული და დაიწყოთ კაპიტალდაბანდება, რაც იქნება შეცდომა. 

მორიელი - მთავარი რაც სჭირდებათ ეს არის პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება. 

მშვილდოსანი - ორი სფერო, სადაც გჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება.  პირველი ეს არის კოლეგებთან ურთიერთობა, სადაც უნდა აკონტროლოთ სიტყვები და ემოციები. 

ჯანმრთელობა - მზე გადის ახლა მე-6 სახლს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყურადღებით უნდა იყოთ ქრონიკულ დაავადებებთან, ასევე თუ ექიმმა დიაგნოზი დაგისვათ აუცილებლად გადაამოწმეთ. 

სხვა მხრივ პერიოდი კარგია, ბევრ რამეს დაალაგეთ.

თხის რა - ენერგოტონუსი მაღალია, კარგი ორგანიზატორია, პერიოდი კარგია ქორწინებისთვის და სიყვარულისთვის. სიფრთხილე გამოიჩინეთ კაპიტალ დაბანდებასთან, რადგან ეს იქნება წაგებიანი.

მერწყული - შესაძლოა საყოფაცხოვრებო პრობლემა იჩინოს თავი, გაქვთ კარგი შესაძლებლობა სახლში შეიძინოთ ახალი ავეჯი და გაარემონტოთ იქაურობა.

თევზები - ენერგოტონუსი უმჯობესდება. ოჯახის წევრებთან და მეზობლებთან ურთიერთობა უმჯობესდება, მათი დახმარება მნიშვნელოვანია თქვენთვის, ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ ერთ-ერთი კარგი პერიოდი გაქვთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„თვალის აღების ალბათობა არის მაღალი... თუ სასწრაფო ოპერაცია არ გაქვთ დაგეგმილი, არ ჩაიტაროთ, ეს პერიოდი გაიარეთ მშვიდად“ - მიხეილ ცაგარელი

⭕„მაისში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ „ცხელი“ იქნება“- რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს