ბელგიის პროკურატურაში „ფორმულას“ უთხრეს, რომ ლიზა ქისტაურის ცხედარს აუტოფსია {გვამის გაკვეთა} ჩაუტარდა და დანაშაულის ნიშნები არ ჩანს.
„გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები“, - თქვეს პროკურატურაში.
რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიიღეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „დედას მისი შვილი უყვარს ისეთი, როგორიც არის...“ - ლიზა ქისტაურის დედის ემოციური ინტერვიუ
🔵 ლიზა ქისტაური გარდაცვლილია - ბელგიის პოლიცია
🔵 საქართველოს საგარეო უწყების პირველი კომენტარი ლიზა ქისტაურის მკვლელობასთან დაკავშირებით
წყარო: formulanews.ge