Digest Logo

ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე

1787204815
ლიზი დარასელია

რამდენად უყვარს ლიზი დარასელიას საკუთარი დაბადების დღე, როგორ აღნიშნავს ხოლმე ამ დღეს და რით იყო მისი წლევანდელი წვეულება გამორჩეული - აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:

ლიზი დარასელია: ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავ. 20 ივლისს ვარ დაბადებული და ეს დღე წელსაც გამორჩეული იყო. როგორც იცით, შარშან, ამ დღეს ჩემმა მომავალმა მეუღლემ ხელი მთხოვა, წელს კი გადავწყვიტე, ეს დღე თბილისში, ოჯახისა და მეგობრების ძალიან ვიწრო წრეში აღმენიშნა. ძალიან კარგად გავატარეთ დრო – ბევრი ვიმხიარულეთ და ვიმღერეთ.

მუსიკოსებიც ხომ არიან ჩემი მეგობრები და ერთად კარგად გავერთეთ. ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. მაგალითად, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე და კიდევ ერთი ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა (იცინის). ძალიან გაკვირვებული ვიყავი, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. სხვათა შორის, სახალისო ვიდეო გადავიღეთ: ბეჭედი რომ დავინახე, მეორეჯერ გავთხოვდი-მეთქი, ვიხუმრე და ხალხს საოცარი რეაქცია ჰქონდა, დაიბნენ (იცინის). მერე განვმარტე, მეორეჯერ დამნიშნა ჩემმა მეუღლემ-მეთქი. ეს დღე განსაკუთრებულად დამამახსოვრდება.

სხვათა შორის, წლევანდელ დაბადების დღეზე მე თვითონაც გავუკეთე საჩუქარი ჩემს თავს – მანქანა ვიყიდე. ძალიან ბევრს ვშრომობ და მინდოდა, ჩემი თავი დამესაჩუქრებინა. ვამაყობ, რომ ეს შევძელი.

კონკრეტულად ეს მანქანა ძალიან მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. უამრავი კორპორატიული მაქვს, მართლა ძალიან ბევრს ვმუშაობ და საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს მოვითხოვ. ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის ნელ-ნელა რაღაც თანხა გადამედო ხოლმე, რომ საბოლოოდ ასეთი საჩუქრის გაკეთება შემძლებოდა. ჩემი მანქანა გავყიდე, შეგროვებული თანხა დავამატე და ახალი ვიყიდე. მომავალში ვგეგმავ, რომ ბინა ვიყიდო საკუთარი შრომით. ვნახოთ, ღმერთის დახმარებით რა გამომივა.

სხვათა შორის, ფულს უაზროდ არ ვფლანგავ. ყოველთვის ვიცი, სად უნდა გავჩერდე. ვაღიარებ, ძალიან მიყვარს შოპინგი და ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია (იცინის). ბევრი რამის ყიდვა მიწევს: რადგან ჩემი კარიერა სცენასა და ეკრანს უკავშირდება, ესეც ერთგვარი პასუხისმგებლობაა – ახალი სამოსი ხშირად მჭირდება. ამიტომ, ამ საკითხში თავს დიდად არ ვიზღუდავ. აქ რომ შეზღუდვები დავაწესო, ბევრად მეტს დავზოგავ (იცინის). ალბათ, გოგონების დიდი ნაწილი ასეა.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მიანიშნებს რესურსების იმპულსურად და არასტრატეგიულად ხარჯვაზე...“ - ვენერა-სატურნის დაპირისპირება: რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან

⭕ „დათესეთ სიკეთე, დათესეთ პატივისცემა...“ - რას წერს ეზოტერიკოსი