Digest Logo

The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან

1787202247
მეგან მარკლი პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი, მისი მეუღლე მეგან მარკლი და მათი შვილები უახლოეს კვირებში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად დაბრუნებას გეგმავენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი.

აღნიშნული გადაწყვეტილება წყვილმა შეერთებულ შტატებში გადასვლიდან ექვსი წლის შემდეგ მიიღო, სადაც ისინი სამეფო ოჯახის წევრებთან უთანხმოების გამო გადაბარგდნენ.

საქმის კურსში მყოფი პირების ცნობით, პრინცმა ჰარიმ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მეფე ჩარლზს კვირას აცნობა.

ამავე წყაროს ცნობით, სამეფო ოჯახის ბრიტანეთში დაბრუნების საკითხი არ განხილულა მიმდინარე ზაფხულს, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას დიდ ბრიტანეთში ვიზიტისა და მეფესთან შეხვედრის დროს.

ამასთან, წყაროები აღნიშნავენ, რომ ჰარისა და მეგანის სტატუსი არ შეიცვლება - ისინი კვლავ არ განახორციელებენ სამეფო ოჯახის ოფიციალურ მოვალეობებს და დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისას კერძო პირების სტატუსს შეინარჩუნებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დათესეთ სიკეთე, დათესეთ პატივისცემა...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ „არც მენსტრუაცია ტეხს და არც ამაზე ღიად საუბარი!...“ - ლევან შელეგია

⭕ „შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე ფერისცვალების დღესასწაულზე

წყარო: imedinews.ge