„ვენერა-სატურნის დაპირისპირება: სიყვარულისა და ფინანსების კარმული გამოცდა...“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
☝️ 21 აგვისტოს ვენერასა (სასწორში) ♀ ♎და რეტროგრადული სატურნის (ვერძში) ♄ ♈ოპოზიციური ასპექტის პიკი იქნება (+/-2 დღე).
🛑ვენერა სასწორში ძალიან ძლიერია, რადგან ის თავის ნიშანში მოძრაობს. აქედან გამომდინარე, მას ჰარმონია, სილამაზე, რომანტიკა და ფინანსური სტაბილურობა „სურს“.
თუმცა, ვერძში სატურნი „დაცემულია“, რაც მიანიშნებს სიხისტეზე, ჩახშობილ აგრესიაზე, მოთმინებისა და სტრატეგიის არქონაზე. შესაბამისად, ამ ორი პლანეტის დაპირისპირება მიანიშნებს რესურსების იმპულსურად და არასტრატეგიულად ხარჯვაზე, არაცნობიერში არსებული კომპლექსების გააქტიურებაზე. ამ დროს „ტკბილი“ ჰარმონია რთული რეალობის გაცნობიერებით იცვლება.
თუმცა აქ ერთი საინტერესო დეტალიც არის: სატურნის რეტროგრადულობა მიანიშნებს, რომ ეს ასპექტი წარსულს უკავშირდება. ეს არის არა ახალი პრობლემების დაწყება, არამედ ძველი მოუგვარებელი საკითხების ზედაპირზე ამოტივტივება და აუცილებლობის გამო მათი მოწესრიგება.
💰 ფინანსური კუთხით: ეს ვალების გასტუმრების პერიოდია, რომელიც ფინანსურ საკითხებში ყურადღებას ითხოვს. ახალი შესყიდვები ან სესხის აღება ფრთხილად, სტრატეგიის კარგად დამუშავების შემდეგ უნდა მოხდეს.
💔 ურთიერთობებში: თუ ურთიერთობაში ბუნდოვანება იყო, ის მეტ მკაფიოობას მოითხოვს. ეს ილუზიების დასრულების პერიოდია და არ არის გამორიცხული, ამ პერიოდში არსებული კრიზისი უფრო გაღრმავდეს.
⚠️ვისზე იმოქმედებს ეს ასპექტი ყველაზე მეტად?
ეს ტრანზიტი უპირველესად კარდინალური ნიშნების წარმომადგენლებს (სასწორი, ვერძი, კირჩხიბი, თხის რქა) შეეხებათ. ბუნებრივია, აქ ფავორიტები - ვერძები და სასწორები არიან. ასევე რეზონანსული იქნება მათთვის, ვისაც პირად რუკაში მზე, მთვარე, ასცენდენტი ან მნიშვნელოვანი პლანეტები კარდინალური ნიშნების 14-16 გრადუსებში აქვთ განლაგებული.
💡 მთავარი რჩევები:
✅ ამ პერიოდში ნუ გაექცევით რთულ საუბრებს.
✅ ურთიერთობებში ჯანსაღი საზღვრები დააწესეთ.
✅ საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა და ძველი შეცდომები გამოასწორეთ“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან
⭕ „დათესეთ სიკეთე, დათესეთ პატივისცემა...“ - რას წერს ეზოტერიკოსი
⭕ „არც მენსტრუაცია ტეხს და არც ამაზე ღიად საუბარი!...“ - ლევან შელეგია