Digest Logo

🎥 „ლოდი გვაქვს მიგორებული ყველა ჩვენს ოცნებაზე... ცათა სასუფეველი არსად ეძებოთ, აქაა! მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე!“ - მამა გურამ ოთხოზორია ლაზარეს აღდგომაზე

1681280390
მამა გურამ ოთხოზორია აღდგომაზე

მამა გურამ ოთხოზორია Podcasthub-ის სტუმარი გახლდათ და ლაზარეს აღდგომის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უფალს სჭირდება ადამიანების მიმღეობა, მზაობა, რათა მიიღოს ქრისტე.

„ვისაც შეუძლია ლაზარე აღადგინოს არ შეუძლია ეს „ლოდინის ლოდი“ თქვას და გადააგოროს?! როგორ არა, უბრალოდ მას სჭირდება შენი სურვილი, რათა ღვთაებრივმა გრძნობამ გაიღვიძოს შენში.

ფარისევლებმა პირდაპირ უთხრეს, რას გვაწვალებ გვითხარი ქრისტე ხარ თუ არაო. მას არ შეუძლია თქმა, მას არ შეუძლია ძალით შიში დანერგოს. „მე სარკე ვარ“. უნდა ჩაიხედო და დამინახო. მე არსად არ ვარ, მე შენთან ვარ, შენში ვარ“, - ამბობს ოთხოზორია.