Digest Logo

ლოცვა, რომელიც დღეს - წითელ პარასკევს უნდა წაიკითხოთ

1775803398
ლოცვა

დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეა.

წითელი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

ტროპარი

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყუარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოჲ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთვის შიშთვილ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღუარსა თვისსა ზედა ესევითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა!

ტროპარი

მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯუარსა ზედა რა დაემსჭვალე და ლახურითა განიგმირე, და უკუდავებაჲ აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი

რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას. იხილა იგი მარიამ ჯუარსა ზედა და სთქუა: დაღაცათუ ჯუარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყუარე და მაცხოვარი.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურისა და წყლის გარდა არაფერს იღებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გავიგოთ, რა არის თქვენი ამოცანა/მისია გვარში და როგორ ხდება სულის მატერიალიზაცია კონკრეტულ ოჯახში? - რას წერს ასტროლოგი

⭕„დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ უერთდებით სამყაროს ენერგეტიკულ ქსელს“ - ვენერას რიტუალი, რომელიც პარასკევს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით