„დიდი მოლოდინის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში გამოჩნდება და შაბათს „პარკ დე პრენსზე“ „რეიმსის“ წინააღმდეგ, შესაძლოა, მისი დებიუტიც შედგეს“, – ამის შესახებ ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა.
„ჩვენი ახალი გარემარბი კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და ფიზიკურადაც შესანიშნავ ფორმაშია. ეს ვარჯიშების დროს ვნახეთ. ხვიჩა გუნდს კარგად შეეწყო და ვფიქრობ, რომ „რეიმსთან“ სათამაშოდ მზადაა. როდესაც ჩვენ მოთამაშეს ვიმატებთ, გვჯერა, რომ ის გუნდს გააძლიერებს.
მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენთან ერთად მუშაობს და ხედავს, რას ვითხოვთ მოთამაშეებისგან. გავაანალიზეთ მისი მახასიათებლები და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის სათამაშო სქემას კარგად მოერგება. ხვიჩას კარგად ვიცნობთ, მისი დაამტება ჯერ კიდევ გასულ სეზონში გვინდოდა“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
კითხვაზე, არის თუ არა კვარაცხელია 22 წლის ბრედლი ბარკოლას კონკურენტი, რომელიც ასევე მარცხენა ფლანგზე თამაშობს და ამ სეზონში 13 გოლთან ერთად ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ლუის ენრიკემ თქვა, რომ მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ: „ბარკოლას და კვარაცხელიას ერთად თამაში შეუძლიათ. შვიდი შემტევი მოთამაშე გვყავს, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ტიპის კომბინაციები მოვიფიქროთ, ყველაფერი შესაძლებელია“.
პსჟ ამ სეზონში ლიგა 1-ში დაუმარცხებელია და 46 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
პარიზელების მატჩი „რეიმსთან“ შაბათს თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვხედავ მანქანას მტკვარში...“ - გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
🎥 გაფრთხილება! რა უნდა იცოდეთ თაფლის შესახებ? - არუნ ხათრის რჩევები