ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თაფლის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„თაფლი არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის.
თაფლი ცუდი არ არის, მასში შედის უამრავი ვიტამინი, თუმცა ის არ არის შაქრის სრული ალტერნატივა.
ზედმეტი თაფლის ჭამით თქვენ ორგანიზმში აუცილებლად მოიმატებს ქოლესტერინის დონე, თუ ჩაიში და ყავაშიც იყენებთ თაფლს, უმჯობესია ეს ჩაანაცვლოთ“, - ამბობს არუნ ხათრი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი წყვილი ხართ“ - რუსკა ქარქაშაძე დუბაიდან კადრებს აქვეყნებს