ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა და „ნიურნბერგს“ „გროიტერ ფიურტთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
საქართველოს ნაკრების მცველი მე-15 ტურის შეხვედრაში მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 49-ე წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა „ნიურნბერგი“ საბოლოოდ მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდა.
15 ტურის შემდეგ „ნიურნბერგს“ 19 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს, თუმცა ჰქონდა შანსი, სამი საფეხურით ზევით აწეულიყო. ლუკა ლოჩოშვილმა ახალი გუნდის რიგებში თავი პირველად გამოიჩინა.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: