საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელმა მისი სულ სხვანაირი მხარე გაიცნო.
მიხეილ სარჯველაძე წარმოშობით გურიიდან არის და როგორც თავად ამბობს, მისი დამოკიდებულება მშობლიური კუთხის მიმართ განსაკუთრებულია:
„ჩემთვის განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და რა თქმა უნდა განსაკუთრებული გრძნობა მაქვს ჩემი კუთხის მიმართ, ამით ვამაყობ. ეს არ არის უბრალო რამ ჩემთვის. გინდაც ხასიათის თავისებურებით, ბევრი რამით ვემადლიერები იმას, რომ წარმოშობით ვარ გურული.
ეს ხასიათზეც აღიბეჭდება, ცხოვრების წესზეც, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაზე, მაქსიმალისტური მიდგომები, რაც მაქვს - ამით არის განპირობებული და გამოწვეული.
რაც შეეხება ჩემს სიყვარულს, განსაკუთრებულ გრძნობას და დამოკიდებულებას გურიის და გურულების მიმართ, მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად სამწუხაროდ გარდა ოჯახის წევრებისა ურთიერთობა და შეხება გურიასთან არ მაქვს, მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა მაქვს ვიყენებ, რომ რაც შეიძლება ახლო იყოს ურთიერთობა ჩემს მშობლიურ კუთხესთან“, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ: