Digest Logo

ლუკა ლოჩოშვილმა „პადერბორნს“ გაუტანა - ქართველმა გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო

1770481848
ლუკა ლოჩოშვილ

ლუკა ლოჩოშვილმა გოლი გაუტანა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „პადერბორნს“, მაგრამ „ნიურნბერგი“ გასვლით დაპირისპირებაში მაინც დამარცხდა – 1:2.

მასპინძლები 26-ე წუთზე დაწინაურდნენ – „პადერბორნი“ პენალტით წინ კლაასმა გაიყვანა, ხოლო სამ წუთში სტუმართა კარი უკვე კურდამ აიღო. 52-ე წუთზე „ნიურნბერგს“ მოთამაშე გაუგდეს და სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ასეთ ვითარებაში თავი ლუკა ლოჩოშვილმა გამოიჩინა – 75-ე წუთზე „პადერბორნს“ გაუტანა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. ლუკამ გუნდში საუკეთესო (7,8 ქულა) შეფასება მიიღო.

„ნიურნბერგი“ 26 ქულით მე-9 ადგილზეა, ლუკა ლოჩოშვილმა კი გოლით მიმდინარე სეზონში თავი მეორედ გამოიჩინა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პირველად ვამბობ ამას თქვენთან...შემოდის იარაღით“ - გოგა მანია „სიცრუის დეტექტორში“

🎥 „სი მარგალურ ქოიჩქუნო? - ქო“ - ლილი სულაბერიძე მეგრულად ალაპარაკდა

⭕„გაიქეცი ამ ქალებისგან თუ გინდა იცხოვრო მშვიდად...“ - რას წერს თამუნა იოსელიანი

წყარო: 1tv.ge