
ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა, რის შედეგადაც, მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
👉ქობულეთში ავტომობილს ხე დაეცა - დაღუპულია ერთი ადამიანი
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედი - შოთო სიხარულიძე ემოციური პოსტით ემშვიდობება და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი ქობულეთი. ვუსამძიმრებ სრულიად აჭარას.
შენთან რა უნდოდა სიკვდილს... „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს რომანაძეების ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ერგულის ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია, გამძლეობა ოჯახს...
ერგული ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს, რომელმაც ასეთი კეთილშობილი მშრომელი შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ, ასეთი შემზარავი სიკვდილი სიკვდილსაც ხომ გააჩნია... არ იმსახურებდა.... გადაინაცვლა მარადიულობაში...
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ....
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს საყვარელ ქობულეთს ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ....ლუკმაპურის საშოვნად 1 საათის გამოსული სახლში გაყინული, გაქვავებული დაუბრუნდი შენს საყვარელ ოჯახს..
ისე წახვედი არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი მიწაზე ,შენმა უეცარმა წასვლამ ყველას ატკინა გული და სული. რამხელა ტანჯვა და სიმწარე განიცადე რამდენი საათი ცდილობდნენ შენს ამოყვანას შენი ავტომობილიდან რომლიდანაც ლუკმაპურის ფულს შოულობდი... ალბათ ამ სამყაროში ძნელი იყო შენთვის ცხოვრება. მხოლოდ ცრემლის და ბოღმის ბურთი გვაქვს ყელში გაჩხერილი და ყვირილი გვინდა.
ხმამაღლა ვტირით... დავტირით ცოდვილ დედამიწას, რომელმაც ვერ შეძლო დაეტია შენი ყოფა ამ ქვეყანაზე, ჩვენო უკეთილშობილესო მშრომელო ბიჭო.
ა-ღარ მიფეთქავს გული და
ძ-არღვებში სისხლი დამიშრა,
ე-რთი სიცოცხლე მქონდა და
უდროოდ ისიც გამიქრა.
(შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი)“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 🎥 შემზარავი კადრები ბათუმიდან - რა ხდებოდა ძლიერი ქარის დროს ქუჩაში?
🔵 მოსალოდნელია 5-ბალიანი შტორმი, ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტოს საგანგებო განცხადება