
ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა, რის შედეგადაც, მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები მუშაობენ.
ძლიერი ქარია ბათუმშიც. ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა. ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქციები დაეცა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2035 წელს ნახშირორჟანგის გამომყოფი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება
🔵ლილე ქორიძე დღეს ნამდვილად ბრწყინავდა - ევროპის საჭადრაკო კავშირი
🔵„დღეს ეშმაკი 1:0 გვიგებს“ - ლალი მოროშკინა
წყარო: formulanews.ge