Digest Logo

„მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის“ - გიორგი მამარდაშვილი

1776686044
გიორგი მამარდაშვილი

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში მაყურებელმა მერსისაიდული დერბი იხილა, სადაც გამარჯვება ლივერპულს დარჩა. მატჩის 58-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის ფეხბურთელთან შეჯახების დროს მუხლი დაიზიანა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

„მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად არის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის, მალე დავბრუნდები“,- წერს მამარდაშვილი.