თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა, კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„ძალიან მაგარია. ამ მხარდაჭერას გერმანიაშიც ძალიან ვგრძნობდით, როგორც კი ჩამოვედით, აეროპორტშიც ვიგრძენით და ასევე, როდესაც ავტობუსით მოვდიოდით ისეთი ენერგია არის, რომელიც არასოდეს მიგრძნია. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ამ ემოციისთვის“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება სამშობლოში ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მალე ვიტყვი, რომ ჩემმა მეუღლემ მესამედ მომიყვანა ცოლად...“ - რას ჰყვება თაკო კორინთელი