მეგაშოუ ნიჭიერის მეორე გადაცემა ეთერში 1 ოქტომბერს გავიდა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მარიამ სანოგომ ოქროს ღილაკი გამოიყენა და ანსამბლი „ნენსკრა“ ნახევარფინალის საგზურით დააჯილდოვა.
„ნენსკრა“ საზოგადოების წინაშე ქართული ტრადიციული სვანური მუსიკალური რეპერტუარით წარდგა და მაყურებლის სითბოც დაიმსახურა.
„თქვენ ახლა ინახავთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს. რაც ყველაზე მთავარია ამ ყველაფერში ჩართულია ახალგაზრდებიც. უდიდესი მადლობა სათითაოდ ყველას, რომ ამ ისტორიას ქვეყანას უნახავთ“, - აღნიშნა მარიამ სანოგომ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაზე დახვეწილი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „კახელები გვაკლია...“ - ნინუცა ორჯონიკიძის საინტერესო თავგადასავალი კახეთში