„71 მატჩში 14 გოლით და 12 პასით ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ კარგ სახელს ტოვებს. გმადლობთ ყველაფრისთვის, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში“, - „ბორდო“ ქართველ ფეხბურთელს ვიდეოკოლაჟით ემშვიდობება. ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ მიდის. „ბორდო“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე „სენტ-ეტიენს“ შეუთანხმდა და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში. ზურიკო ახლა ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენის“ მაისურით ითამაშებს. ის „ბორდოს“ 71 მატჩში 14 გოლით და 12 საგოლე გადაცემით ტოვებს. უნაკლო მენტალიტეტის მქონე მოთამაშეს კიდევ უფრო მეტი წინსვლა შეუძლია. ის ძალიან კარგ მოგონებებს დატოვებს „ბორდოში“ და მომავალ კარიერაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.ნახვამდის და მადლობა, ზუკა“, - წერს „ბორდოს“ ვებგვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საოცარი ემოციები...“ - გიორგი გასვიანმა ოჯახთან ერთად მტკვარზე გაისეირნა
🎥 მანუ მურღულიამ დაბადების დღე აუზში ჩახტომით აღნიშნა – კადრები მომღერლის დაბადების დღიდან