„ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა“, - ამის შესახებ ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა განაცხადა.
ქართველი მოკრივე აცხადებს, რომ ტრავმების მიუხედავად მაქსიმუმი გააკეთა.
„შესაძლოა, პირველ შეხვედრაში რომ შევხვედროდი, სხვაგვარად დასრულებულიყო ბრძოლა. წინა მეტოქე ძალიან უხეში იყო სამივე რაუნდში. თავით გამიხეთქა ორივე წარბი, ტუჩები. ძალიან დაზიანებული ვიყავი. რაც შემეძლო მაქსიმუმი გავაკეთე.
ასე, რომ მადლობას ვუხდი უფალს ყველაფრისთვის. დავტკბი ამ ოლიმპიური თამაშებით, მივიღე სიამოვნება. ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა, რაც ვიშრომე ჩემზე მეტს ვერ იშრომებდა ჩემი გულშემატკივარი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ადეკვატურ გულშემატკივარს ჩემი კარგად ესმის.
მინდა მივულოცო ჩემს ოჯახს, სრულიად საქართველოს და გულშემატკივარს ეს შედეგი. ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა ვეცდები კიდევ უფრო გავაუმჯობესო“, - აცხადებს ლაშა გურული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია თარიღი, როცა ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად იბრძოლებს