Digest Logo

„მამა და შვილები სათევზაოდ ყოფილან… სა­ვა­რა­უ­დოდ ბავ­შვი ჩა­ვარ­და ტბა­ში და გია და მე­ო­რე ბიჭი მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვიდ­ნენ“ - კახეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

1745304510
გარდაცვლილი მამისა და მისი შვილების ვინაობა

ტრაგედია კახეთში – თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამაკაცი და მისი ორი შვილი ტბაში დაიხრჩვნენ.

გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი და მისი 9 და 10 წლის შვილები.

არსებული ინფორმაციით, მამასა და შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და 21 აპრილს იპოვეს.

გარდაცვლილია გია ბურ­ნა­ძე და მისი ორი ვაჟი, რომლებიც სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სო­ფელ ფო­ლა­და­ანთკარ­ში, სა­დაც ტბა­ში და­იხ­რჩვნენ.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა ისი­ნი სა­თევ­ზა­ოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი. 

„ჩვე­ნი სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. სტუმ­რად ყო­ფი­ლან წა­სუ­ლე­ბი გიას მე­ო­რე მე­უღ­ლის სო­ფელ­ში. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მამა და შვი­ლე­ბი სა­თევ­ზა­ოდ წა­სუ­ლან, უთევ­ზა­ვი­ათ. ჩვენ გუ­შინ შე­ვი­ტყვეთ ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი. გიას სამი შვი­ლი ჰყავს. ორი იყო რო­გორც ვიცი მა­მას­თან ერ­თად და და­იხ­რჩვნენ. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­რო ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ხო­და­შენ­ში.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ გია ბურ­ნა­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, ბი­ჭე­ბის დედა წლე­ბის წინ სიმ­სივ­ნით და­ი­ღუ­პა.

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ ბავ­შვი ჩა­ვარ­და ტბა­ში და გია და მე­ო­რე ბიჭი მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვიდ­ნენ. ზუს­ტად რა მოხ­და, არა­ვინ იცის. ბი­ჭე­ბის დედა და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ. გიას ერთი შვი­ლი დარ­ჩა" -ამბობს ახლობელი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქართული ენა, სავალდებულო საგანი ყველა ფაკულტეტისთვის - 20-წლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება ბრუნდება

⭕რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

⭕+28 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

წყარო: www.ambebi.ge