შვილმა მამა მოკლა კახეთში - შემთხვევა გვიან ღამით სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში მოხდა.
არსებული ცნობით, 20 წლის კაცმა მამას ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იგი ადგილზე დაიღუპა.
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი - ადგილობრივები და ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო და მკვლელობასაც ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
სახლში, სადაც დანაშაული მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც მომხდარ დანაშაულში ეჭვმიტანილია პოლიციამ დააკავა.
დაკავებულს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
ასევე დაგაინტერესებთ: