Digest Logo

„მამაჩემი აკაკი შანიძე, რომ გარდაიცვალა ჭირისუფლად ვზივარ... უცბად დაიწყეს ჩურჩული, შევარდნაძე მოდისო და უკან ლუიჯი მაგაროტო მოჰყვება, მოვიდა ჩემთან, დაიხარა და მწუხარე სახით მეუბნება: - ქალბატონო მზექალა, დაგვენძრაო...“ - რას იხსენებს მზექალა შანიძე?

1726242326
ლუიჯი მაგაროტი

სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსი ვრცელდება, რომელსაც მზექალა შანიძე იხსენებს. 

ისტორია კი, ცნობილი იტალიელი მეცნიერი და პოლიგლოტი, ლუიჯი მაგაროტოზეა.

„ლუიჯი მაგაროტი: „ქალბატონო მზექალა, დაგვენძრა!"

ქართველი ენათმეცნიერი, ქალბატონი მზექალა შანიძე იხსენებს:

თბილისში სტუმრად გვყავდა მამაჩემის დიდი მეგობარი, ცნობილი იტალიელი მეცნიერი და პოლიგლოტი, ლუიჯი მაგაროტო. ერთხელ, უნივერსიტეტის შენობიდან გამოსვლის დროს მეუბნება: - ლიტერატურული ქართული ასე თუ ისე ვიცი, ახლა სასაუბრო ენა მაინტერესებსო.

უნივერსიტეტის ეზოში ცოტა ხანს გავჩერდეთ, გავიარ-გამოვიაროთ და როგორადაც სტუდენტები ერთმანეთს მიმართავენ, ის გადამითარგმნეო. არ გასულა რამდენიმე წუთი და ერთი სტუდენტი მეორეს ეუბნება, დამენძრაო. მომიბრუნდა ლუიჯი და მეკითხება, რას ნიშნავს ეს სიტყვაო. დავიბენი, როგორ უნდა ამეხსნა ასეთი ვულგარული გამოთქმა. ვუთხარი, ცუდ ამბავს ნიშნავს-მეთქი. არაო, მეუბნება, უფრო დამიზუსტეო. ძალიან, ძალიან ცუდი რამ რომ დაგემართება ადამიანს, ის არის-მეთქი. შევატყვე, ბოლომდე არ დააკმაყოფილა ჩემმა ნათქვამმა, მაგრამ მეტად აღარ ჩამძიებია.

გავიდა ხანი, მამაჩემი (აკაკი შანიძე) გარდაიცვალა. ჭირისუფლად ვზივარ. უცბად დაიწყეს ჩურჩული, შევარდნაძე მოდისო. შემოვიდნენ საქართველოს მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე და უკან ლუიჯი მაგაროტო მოჰყვება. მაგაროტო მოვიდა ჩემთან, დაიხარა და მწუხარე სახით მეუბნება: - ქალბატონო მზექალა, დაგვენძრაო...“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაბადების დღეს გილოცავ!“ – ელენე ეპიტაშვილი ნინიკო მამარდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🎥 გიორგი ძოწენიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადაცემის წამყვანი გახდა

🎥 „ჰარმონიული პერიოდი იწყება დილის 11:00სთ-დან, 17:00სთ-მდე“ - 13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან