Digest Logo

🎥 „მამაჩემი რომ დაიღუპა, ბაბუამ გაგვიწია მამობა, გვიჭირს უერთმანეთოდ“- შვილიშვილი, რომელმაც ბაბუის გამო სწავლა და კარიერა დათმო

1716966400
ლიკა ხიჯაკაძე

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტის გმირი ლიკა ხიჯაკაძე იყო, შვილიშვილი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის სწავლა და კარიერა დათმო, საცხოვრებლად კი ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა.

29 წლის ლიკა ხიჯაკაძე ცდილობს ბაბუს ყოველი დღე ნათელი გახადოს, ზრუნვა და სითბო არ მოაკლოს და ამით სიცოცხლე გაუხანგრძლივოს.

„ბაბუა ძალიან ტკბილია, მომიწია აკადემიურის აღება. სამსახურიდანაც წამოვედი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა. ყველაფერზე მაღლა დგას ბაბუა, ჩემს სწავლა-განათლებაზეც კი. ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, სანამ დასჭირდება.

ძალიან გვიჭირს უერთმანეთოდ, პატარა ვიყავი, როცა დედის მხრიდან ბებია-ბაბუა დავკარგე და რაღაცები რომ გავიაზრე, ვცდილობ, რასაც იმათ ვერ ვუკეთებდი, ბაბუას გავუკეთო ერთიანად... ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე, რაც არ უნდა გავაკეთო, იმ ამაგს ვერ გადავიხდი.

მამაჩემი რომ დაიღუპა, ბაბუამ გაგვიწია მამობა“,- ამბობს ლიკა ხიჯაკაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„77 წლის გავხდი, ისიც იტალიაში, კვარას ჯადოსნური ნომრით“ - ბადრი ვადაჭკორია იუბილარია

⭕🎥 „რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილები არიან ქალბატონები“ - ის, რაც რკინის დეფიციტის შესახებ არ იცოდი, ზაზა თელიას განმარტება

⭕🎥 „ჩემი კლასელი ეს კომშის ხე იყო, მასთან ერთად გავიზარდე“ - როგორია მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დარეკილი „ბოლო ზარი“