
სევილიას ყოფილმა მეკარემ, რინატ დასაევმა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კიპერი გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კარის დარაჯი და მისი ფასი ამ დროისთვის 45 მილიონია. ასევე, ქართველმა მეკარემ ევრო 2024-ზე გააკეთა 30 სეივი, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგია.
„თუ მამარდაშვილი გააგრძელებს ვარჯიშს, მას დიდი მომავალი ელის. მას შეუძლია გახდეს კასილასის, ვან დერ სარის ან ნოიერის დონის მეკარე. ამის ნიჭი გიორგის ნამდვილად აქვს. ყველაზე ძვირად ღირებული კარის დარაჯი? არ ვიცი რთული სათქმელია, დონარუმა უფრო იაფი ღირს? ევრო 2024-ზე ისიც კარგი იყო“, - განაცხადა სსრკ-ს ყოფილმა კიპერმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ცეცხლი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ერთი ეს „ჯორჯია“ ვერ დავშალე“ – რა ფოტოებს აქვეყნებს ანრი ჯოხაძე?
წყარო: lagazzetta.ge