მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი რუბრიკა „ფილტრის გარეშე“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ოჯახზე, მშობლებთან ურთიერთობასა და ბავშვობის იმ წლებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი პიროვნება ჩამოაყალიბა. მანიკამ გაიხსენა ის განსაკუთრებული გარემო, რომელშიც ის და მისი და იზრდებოდნენ.
„დედაც და მამაც არიან საუკეთესოები ყველა კუთხით, პირველ რიგში - კარგი ადამიანები. ბედნიერი ვარ, რომ მათი შვილი ვარ. მამას სამედიცინო განათლებაც აქვს, თუმცა სხვა კუთხით წაიყვანა ცხოვრება. დედასაც ორი პროფესია აქვს.
მამას გოგო ვიყავი პატარაობაში; სიყვარულით კი არ ვარჩევდი, უბრალოდ განსაკუთრებული ბმა გვქონდა. დღესაც არ შემწყდარა ეს კავშირი და ძალიან მეგობრული ურთიერთობაც გვაქვს. დედაჩემისა და მამაჩემისხელა მეგობრები მყავს. ძალიან ადრე დაოჯახდნენ, 17-18 წლის ასაკში.
მე და ჩემი და, სკოლასა და ბაღში ერთად დავდიოდით, ტყუპებივით ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის სხვაობა ერთი წელია. ბაღი გვქონდა ვაკის პარკთან; გამგის მოადგილე იყო ბებო და ოჯახური გარემო იყო ძალიან შექმნილი ჩვენთვის. ვიყავი ძალიან მიამიტი და ერთხელ ბებოს თოვლის ბაბუის ფორმა გადააცვეს, მე კიდევ ვიცანი. სიმღერა, ცეკვა, ლექსები ძალიან მიყვარდა. ჩემი და უფრო ლიდერი იყო სიტყვით და ხასიათით. ყველაფერზე ვჩხუბობდით, როცა გავთხოვდით, შემდეგ დავამთავრეთ ჩხუბები. ვხოცავდით ერთმანეთს, ძალით კიდევ მე ვჯობნიდი“,- იხსენებს იგი.
ვრცლად, კომენტარებში:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შესაძლებელია „ყოფილი“ პარტნიორის გამოჩენა“ - 29 აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ მსოფლიოს U20 საფეხბურთო ჩემპიონატი 2029 წელს საქართველოში და სომხეთში ჩატარდება