ფენ შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი განმარტავს, რატომ კეთდება აქცენტი შემოსასვლელ კარზე და როგორ მოვიზიდოთ დადებითი ენერგიები ჩვენს სახლში?
თიკა ქოქაშვილი ამბობს, რომ დეტალები ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
„ჩვენი კარები არის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიის გამტარი. ყველა ენერგია რასაც ვითხოვთ, იქნება ეს ბედნიერება თუ წარმატება, უნდა შემოვიდეს მთავარი კარებიდან.
აქცენტი კეთდება მთავარ კარზე... აი, სანამ სახლში შეხვალთ, თქვენს კარს შეხედეთ და როგორ გამოიყურება ის? წარმოიდგინეთ თქვენ ხართ ფინანსების ენერგია, გინდათ ამ კარში შესვლა თუ არა?
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარის ფერს, ასევე იმას, თუ როგორ გამოიყურება სახელური. ჩვენ იქ რაღაც სიმბოლოებსაც ვამაგრებთ, რომ ენერგიას მოეწონოს.
ხშირად შეხვდებით გარეთ, სახლის ჭიშკარზე დალაგებულ ლომის ფიგურებს. ეს არ არის ვიღაცას მოუნდა და დიზაინში ჩასვა, ეს არის სუფთა ფენ-შუის მიმართულება. ორი ლომი არის მცველი და ასევე ენერგიის მომზიდველი.
რაც შეეხება კარის ფერს, ყველა მხარეს აქვს თავისი ფერი. თუ თქვენი კარი არის აღმოსავლეთში ან სამხრეთ-აღმოსავლეთში, შეიძლება მწვანე ან ბეჟი ფერი იყოს, ყავისფერიც დაშვებულია.
თუ კარი არის სამხრეთში, აქ ცეცხლის სტიქიის, ანუ წითლის ყველანაირი ტონალობა და ასევე ყავისფერიც არის დაშვებული.
მაგალითად თუ არის სამხრეთ-დასავლეთი ან ჩრდილო-აღმოსავლეთი, აქაც დაშვებული არის, რომ იყოს ყავისფერი ფერი.
დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი - ეს არის მეტალის სტიქია, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი და თეთრია დაშვებული.
ბოლო სექტორი, ეს არის სამხრეთი, რომელიც არის წყლის სტიქია და აქ სასურველია ლურჯი, ცისფერი ან შავი ფერი.
ლურჯი ფერის კარები არ მინახავს, მაგრამ ჩვეულებრივად დაშვებულია.
სხვათა შორის, შავი ფერიც, წყლის სტიქიას მიეკუთვნება.
ამის მიხედვით ვანაწილებთ ფერებს. ამისი მიხედვით თუ არ გვაქვს შეღებილი კარი, მაშინ ამ ფერის ფეხსაწმენდს ვალაგებთ, რომ ის ენერგია გავააქტიუროთ,“ - ამბობს თიკა ქოქაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: