მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.
მისივე თქმით, ონაშვილის ცხედარი ამ დროისთვის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
მამუკა ონაშვილს, ხუთშაბათს 4 აგვისტოს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა