Digest Logo

მამუკა ონაშვილს სიყვარულის პოვნა არ დასცალდა: ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა „მოდი, ხვალ“-ის ძახილში...

1659518495
მამუკა ონაშვილი

ჟურნალი „სარკე“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ამონარიდს მამუკა ონაშვილთან წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, როგორი აუცილებელია მამაკაცისთვის ოჯახი. 

„კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა – სხვა, დები – სხვა, შენი პირადი და ოჯახი კი არის სულ სხვა, მაგრამ ასე მოხდა. არ ვიცი, სად გავარდა წლები. ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა „მოდი, ხვალ“-ის ძახილში. არც ახლაა გვიან. სიყვარულს ასაკი არ აქვს. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძებნა დავიწყო. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, კი ბატონო, სიამოვნებით…“, - ამბობდა მამუკა ონაშვილი.

ცნობისთვის, 30 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მომღერალი მამუკა ონაშვილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა

🔵„ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ შვილი არ გვყავდა, ხელოვნურ განაყოფიერების წინააღმდეგი იყო“ ქორწინება 27 წლის ასაკში და შიშით შექმნილი ნახატები - მამუკა ონაშვილის აქამდე უცნობი ამბები

🔵🎥 „იმდენი ქარ-ცეცხლი გაიარა, რამდენი გაჭირვება... ნებისმიერ უიმედოს მოატრიალებდა ცხოვრებისკენ“ - მეგობრები მამუკა ონაშვილზე

წყარო: sarkenews.ge