Digest Logo

მამუკა წიკლაურის მსგავსი მოსამართლეები სახელს უტეხავენ მოსამართლეთა მთელ კორპუსს, კიდევ რამდენი უკანონობა უნდა ჩაიდინოს მამუკა წიკლაურმა, ყურადღება რომ მიაქციონ შესაბამისმა სამსახურებმა? - ნინო ფოჩხუა

1640788892
ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა

„მამუკა წიკლაურის მსგავსი მოსამართლეები სახელს უტეხავენ მოსამართლეთა მთელ კორპუსს. კიდევ რამდენი უკანონობა უნდა ჩაიდინოს მამუკა წიკლაურმა, ყურადღება რომ მიაქციონ შესაბამისმა სამსახურებმა?“ - ამის შესახებ ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის სასამართლო გადაწყვეტილებებს აქვეყნებს.

„მოსამართლე“ მამუკა წიკლაურის სკანდალური და საეჭვო საქმეები, რომლებიც აუცილებლად იმსახურებს სასწრაფო შესწავლას!!!

2021 წელი - თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი - პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი - მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2014 წელი - თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2013 წელი - კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური“, - წერს ნინო ფოჩხუა.