Digest Logo

„დღე ხელსაყრელია ურთიერთობების განმტკიცებისთვის, გულწრფელი საუბრისთვის“ - 6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1754426830
 ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 6 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს: 

ჰოროსკოპი 6 აგვისტოსთვის

მთვარის დღე – 13 / 14

მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე თხის რქაში

ვერძი

ეს დღე სახლისთვის არის იდეალური. თუ მთელი დღის გამონახვა არ შეგიძლიათ, საღამოს მაინც დაუთმეთ დრო ბინის მოწესრიგებას: ახალი ფარდები, სუფრა ან თეფშები შეიძლება დაგეხმაროთ გარემოს განახლებაში. ურთიერთობები ახლობლებთან პრიორიტეტად გამოდის.

კურო

პატარა პრობლემები თავს შეგახსენებთ, მაგრამ ადვილად გაუმკლავდებით. დასახული მიზნის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ნაცნობობა – უცხო ადამიანებისგან მხარდაჭერას იგრძნობთ, რაც მომავალში მეგობრობაში გადაიზრდება. მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.

ტყუპები

იღბლიანი დღეა მიმდინარე საქმეებში. თავდაჯერებულობა გეხმარებათ, რომ სხვებიც თქვენს მხარეს გადმოიყვანოთ. არ ენდოთ ცარიელ დაპირებებს — ჯობია საკუთარი ძალებით იმოქმედოთ.

კირჩხიბი

დღეს შეიძლება უნებლიედ ვიღაცას აწყენინოთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ნათქვამ სიტყვებს. თუ დამწუხრდით, სცადეთ ყურადღება პოზიტიურზე გადაიტანოთ. სამუშაოზე დაგაფასებენ, როგორც შრომისმოყვარე და სანდო ადამიანს. საღამოს სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.

ლომი

დღე კარგია საკუთარი მიზნების განსაზღვრისთვის, თუმცა ჯერ ადრეა მათი რეალიზაცია. ჯობია ჯერ სხვებს არაფერი გაუმხილოთ. დიდი დატვირთვაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა ექნება. ნუ ინერვიულებთ მომავალზე — მოეშვით.

ქალწული

დღე დატვირთულია საქმითა და საოჯახო პრობლემებით, მაგრამ ყველაფრის მოგვარებას მოასწრებთ. საღამოს ენერგიაც დაგრჩებათ სასიამოვნო დროის გასატარებლად. მიიღეთ მიწვევები, გამონახეთ დრო მეგობრებისთვის. პარტნიორის რჩევა ღირებული იქნება — გაუზიარეთ თქვენი გეგმები.

სასწორი

ურთიერთობები რთულად წავა. თუ გიწევთ რაღაცის ახსნა — იქნება ეს სამსახურში, თუ ბავშვებისთვის – იქნება სირთულე. იმოქმედეთ ნელა, ყურადღებით — დეტალები გადამწყვეტია. გამოიყენეთ წარსული გამოცდილება.

მორიელი

შესაძლებელია, რომ ახალი მეგობრები შეიძინოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა სოციალური აქტივობა. არ იჯდეთ სახლში. დღის განმავლობაში ბევრი საქმე დაგიგროვდებათ, მაგრამ ენერგია გეყოფათ, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ.

მშვილდოსანი

ბოლო პერიოდში დაგროვილი საკითხების გადაჭრაში ახლობლები დაგეხმარებიან. ზოგიერთი საქმე შეგიძლიათ გადააბაროთ პარტნიორს — ისიც კარგად გაართმევს თავს. დღე ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისთვის და სასიამოვნო მოვლენებისთვის. ნუ გადადებთ გადაჭრას — იმოქმედეთ დღესვე.

თხის რქა

დღეს კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით — ბევრი რამ მოახერხეთ. შესაძლოა ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდეს. თუ ვინმესთან კონფლიქტი გაქვთ, დღეს შერიგება მოგიტანთ შვებას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სხვის აზრსაც პატივი სცეთ.

მერწყული

თავიდან აირიდეთ დიდი და გლობალური საქმეები — დღეს ბევრი რამ შეიძლება არასწორად წავიდეს. გეგმის შეცვლა დაგჭირდებათ. ენერგია არ გეყოფათ რთული ამოცანებისთვის. დაკავდით იმით, რაც კარგად გამოგდით. მოერიდეთ უარყოფითად განწყობილ ადამიანებთან კონტაქტს.

თევზები

მოუძღვნეთ ეს დღე საყვარელ ადამიანებს — იქნება ეს პარტნიორი, ბავშვები, მშობლები თუ მეგობრები. დღე ხელსაყრელია ურთიერთობების განმტკიცებისთვის, გულწრფელი საუბრისთვის, რჩევების გაცვლისთვის. ასევე, იდეალურია ახალი წამოწყებისთვის — ყველაფერი გამოგივათ.

დაე, თქვენი დღე იყოს ბედნიერი და წარმატებული!

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გილოცავ, შენ დამკარგე“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

📷 როგორ გამოიყურებოდა თაკო ნაცვლიშვილი მამის 50 წლის იუბილეზე?

⭕ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვან გაფრთხილებასა და სიგნალს მიიღებს - ნახეთ ვის ელოდება გარდაუვალი ცვლილებები?