23 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ რიგებში მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25:20 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
მამუკელაშვილისთვის „სან ანტონიოში“ აქამდელი საუკეთესო შედეგი 12 ქულა იყო.
„სან ანტონიუმ“ „პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩი დათმო – 84:119,
მამუკელაშვილმა 8-იდან 4 ორქულიანი და 6-იდან 3 სამიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან სამივე ტყორცნა 100-პროცენტიანი სიზუსტით გამოიყენა. მოგროვებული 20 ქულით ის სან ანტონიოში საუკეთესო იყო.