Digest Logo

🎥 მამუკელაშვილმა სან-ანტონიოში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა

1680336155
სანდრო მამუკელაშვილი

სან-ანტონიოს ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ტეხასურ გუნდში გადასვლის შემდეგ, თავისი პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. 

23 წლის კალათბურთელმა გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ მატჩში 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 

შეხვედრა საბოლოოდ, მასპინძელი  გოლდენ სტეიტის გამარჯვებით, – 130:115 დასრულდა.

სან-ანტონიო მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, კინგსთან გამართავს.