Digest Logo

მანანა მენაბდე გარდაიცვალა - „ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან“

1756789055
მანანა მენაბდე

მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

გარდაცვლილს პანკრეასის კიბო ჰქონდა.

„ს ი კ ვ დ ი ლ ო ! შ ე უ ნ ა მ უ ს ო ! მ ა კ ვ ა რ ა ნ ც ხ ო! უ ჯ ი შ ო!

ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მ ა გ რ ა მ! ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან რაც კი ოდესმე მინახავს...

ყ ვ ე ლ ა ს დიდი მადლობა, ვინც ამ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანას სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა...“, - წერს განო მელითაური.

მანანა მენაბდე დაიბადა 1948 წელს მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად.

მუსიკოსი მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.

მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა. ფილმმა 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა, სადაც მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცმა ისევ გადაიღო მომღერალი მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“.

მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზ ჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“.

იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მუდმივად უკმაყოფილოები - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლისთვისაც მერკური ყოველდღე რეტროგრადულ მოძრაობაშია

⭕„ღმერთი, ადამიანად მოსული, განკაცებული ღმერთია...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ თაკო ჩხეიძე ამჯერად კვიპროსზე მოგზაურობს - მოდელის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს