
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„აი, ქრისტეს დროს რომ დავბადებულიყავი...“
- და რას ნახავდი რო?!
რას ნახავდი ქრისტეს დროს რომ დაბადებულიყავი?!
- ნახავდი კაც იესოს, რომელიც იღლებოდა,
რომელსაც შიოდა,
რომელსაც სწყუროდა,
რომელიც ჯვარცმის წინ ლოცულობდა - ეს სასმისი ამაცილეო,
დაღლილობისგან ისე ჩაეძინა ნავში, რომ ღელვა იყო,
და ღელვა არ აღვიძებდა
რას ნახავდი?!
რისი ნახვა გინდა?!
- ა, სასწაულის ნახვა გინდა?!
- „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძებს“,
რას ეძებ?!
ვის ეძებ?!
როგორ ეძებ?!
რანაირად ეძებ?!
და დამერწმუნე, რომ თუ ახლა სწორად არ ეძებ,
თუ ახლა შესაბამისად არ ხედავ,
და თუ ახლა ის განწყობა არ გაქვს ღვთის საპოვნელად, როგორიც უნდა გქონდეს - ასეთი რომ ყოფილიყავი გინდ ახლა იყავი,
გინდ გუშინ,
გინდ მომავალში,
გინდ ქრისტეს დაბრუნებისას,
გინდ მანამდე - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,
ვერ იცნობდი.
იესო ქრისტე სხვა ადამიანი კი არ არის - ის პიროვნულად არის გალაქტიკების შემოქმედი,
ღმერთი,
ადამიანად მოსული,
განკაცებული ღმერთია,
ის არის ის, ვის ხელშიც არის ყველა და ყველაფერი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თაკო ჩხეიძე ამჯერად კვიპროსზე მოგზაურობს - მოდელის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს