„ძალიან არასასიამოვნო განცდა იყო. მახსოვს, როდესაც პასუხი გერმანულ ენაზე მოვიდა, წავუღე მეგობრებს, ვინც ენა იცოდა და ეს იყო მძიმე დღე. ეს ფორმა განკურნებადი არ არის, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გადაცემაში „სხვა კითხვები“ ისაუბრა.
„მაქვს დაავადება, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ეს არის ლიმფური კვანძებისა და სისხლის ავთვისებიანი სიმსივნე.
მე თვითონ გამოვიკვლიე, მქონდა ჩივილები და დავიწყე კვლევა. გერმანიიდან მოვიდა პასუხი, რომ ეს იყო არაჰოჯკინის ლიმფომა.
ძალიან არასასიამოვნო განცდა იყო. მახსოვს, როდესაც პასუხი გერმანულ ენაზე მოვიდა, წავუღე მეგობრებს, ვინც ენა იცოდა და ეს იყო მძიმე დღე. ეს ფორმა განკურნებადი არ არის, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება“, - ამბობდა თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ლაშა ბექაურს გამარჯვება - ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთელი
⭕დღეს პარიზის ოლიმპიადაზე ილია სულამანიძე და ლაშა გურული იასპარეზებენ