ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.
იგი 76 წლის იყო.
თენგიზ ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ლაშა ბექაურს გამარჯვება - ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთელი
⭕დღეს პარიზის ოლიმპიადაზე ილია სულამანიძე და ლაშა გურული იასპარეზებენ